ცენტრის ბაზაზე, პირველად საქართველოში ვახდენთ ბავშვის დიაგნოსტირებას „სენსორული ინტეგრაციისა და პრაქსისის ტესტის საშუალებით (SIPT)“. ტესტი აფასებს სენსორული ინტეგრაციის პროცესს, რომელიც გავლენას ახდენს ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, სწავლასა და ქცევაზე. შეფასებას და ინტერვენციას უზრუნველყოფს ოკუპაციური თერაპევტი – სენსორული ინტეგრაციის ლიცენზირებული სპეციალისტი.

შეფასების შემდეგ ხდება ინდივიდუალურად, სპეციფიკური პროგრამის და აქტივობების შერჩევა ბავშვისთვის. ასევე მშობელთა გაძლიერება, მათთვის პრაქტიკული რეკომენდაციების მიწოდება და სწავლება.

ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 2-52-78-89/115
568013399

25 ნოემბერს ნეიროგანვითარების ცენტრში გაიმართა „ფსიქიატრიული კრიზისული ხანმოკლე ინტერვენციის პროგრამა“-ის პრეზენტაცია.

პროგრამის ბენეფიციარები იქნებიან მოზარდები, რომლებიც განიცდიან არახელსაყრელი მოვლენების შედეგად განვითარებულ, სხვადასხვა სიღრმის სულიერდისკომფორტს.

ეს შესაძლებელია იყოს მოვლენა, რომელიც იწვევს ძლიერ სტრესს რომელსაც, ჩვეულებრივ ინდივიდი ვერ უმკლავდება. შეიცავს სულიერ და მატერიალურდანაკარგს, შეიცავს ფიზიკური, თუ სულიერი ზიანის ან განადგურების საფრთხეს, არღვევს ჩვეულ წარმოდგენებს საკუთარ თავზე, მოულოდნელია და არექვემდებარება კონტროლს, არღვევს ცხოვრების ჩვეულ წესს და განუსაზღვრელს ხდის მომავალს.

ზემოთ ჩამოთვლილის არსებობის შემთხვევაში, პროგრამა სთავაზობს მოზარდს კრიზისულ დახმარებას. დახმარება განხორციელდება მულტიდისციპლინურიგუნდის მიერ, (ფსიქიატრიის პროფესორი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი ექთანი და იურისტი)

ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური.

პროგრამის მოსარგებლეა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F06; F20-F25; F31-F33; F40-F45; F90-F95; F98) ჯგუფის დიაგნოზის მქონე 5-15 წლის ასაკის ჩათვლით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე.

პროგრამა არის უფასო და მოიცავს ორთვიან სარეაბილიტაციო პერიოდს.
დამატებითი კითხვებისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ პროგრამის კოორდინატორს:

საკონტაქტო ინფორმაცია: მის: ქ.თბილისი, ლუბლიანას 2/6 , III – შესასვლელი.
T: 2-52-78-89 /115
568-01-33-99
გვანცა შიშინაშვილი

მოგესალმებათ ნეიროგანვითარების ცენტრის ადრეული ჩარევის პროგრამა.

ჩვენ გთავაზობთ ბავშვისა და ოჯახის საჭიროებებზე მორგებულ ინდივიდუალურ მომსახურებას შინ, საბავშვო ბაღსა და რეაბილიტაციის ცენტრში, სათამაშო მოედანზე, მეგობრის დაბადების დღეზე და ა.შ. ანუ იმის მიხედვით თუ რა ფიზიკურ სივრცეში და განვითარების რომელი სფეროს გაუმჯობესებაში საჭიროებს ბავშვი ჩვენს გვერდში დგომას.

სერვისი გაძლიერებთ თქვენ და თქვენს ოჯახს ბავშვის განვითარების ხელშეწყობაში, ზრდის ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხს, ხელს უწყობს მის მომზადებასა და ჩართვას საგანმანათლებლო სისტემაში. ეს გახლავთ თერაპიული და საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც განკუთვნილია 0-7 წლამდე ასაკის, განვითარების პრობლემებისა ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვებისთვის.

ჩვენი ცენტრი აღნიშნულ პროგრამას 2013 წლის მაისიდან ახორციელებს და ამჟამად ემსახურება 71 ბავშვსა და მათ ოჯახებს. შეგახსენებთ, რომ პროგრამა წარმოადგენს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ნაწილს და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. სურვილის შემთხვევაში პროგრამაში ჩართვა შესაძლებელია ფასიანი მომსახურებით (არაპროგრამულად) ან/და დაფინანსებით. მომსახურება ფარავს თვეში 8 საათს შინ, საბავშვო ბაღში და/ან ცენტრში.

პროგრამის ფარგლებში ჩვენ თამაშს და ბავშვის ყოველდღიურ რუტინას დასასწავლ გარემოებად ვაქცევთ, ვინაიდან ბავშვებისთვის სწავლების საუკეთესო გზა ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული გამოცდილებაა – მათთვის ნაცნობ ადამიანებთან და ნაცნობ ადგილებში.

ჩვენ ვთვლით, რომ სწავლისთვის განკუნთვნილი აქტივობები და შესაძლებლობები უნდა იყოს ფუნქციური, ითვალისწინებდეს ბავშვის ინტერესებს და აგებული იყოს მის სიამოვნებაზე. შესაბამისად, გვწამს, რომ დასწავლა ხდება სხვადასხვა სასიამოვნო აქტივობაში თანამონაწილეობით, როდესაც ბავშვის განვითარებისთვის განკუთვნილი ინტერვენცია ჩაქსოვილია ბავშვის რეგულარულ რუტინასა და ყოველდღიურ აქტივობებში. დასწავლილი უნარები უფრო ფუნქციური და მნიშვნელოვანია ბავშვისა და ოჯახისთვის (Kashinath, Woods, & Goldstein, 2006).

ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ შეძლებთ:

  1. უკეთ გაიგოთ ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. თქვენ გექნებათ საშუალება პროფესიონალთან ერთად (პარალელურ რეჟიმში) თავად შეაფასოთ ბავშვის განვითარება საერთაშორისოდ აღიარებული ტესტით, რომელიც პროფესიონალთა ტესტის იდენტურია;
  2. შესაბამისად, დაადგინოთ ბავშვის განვითარების დონე;
  3. უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი და დახვეწოთ თქვენი, როგორც მშობლის, უნარები;
  4. პროფესიონალთა გუნდთან თანამშრომლობით თავადვე შეაფასოთ თქვენი ბავშვის ძლიერი და სუსტი მხარეები;
  5. აღმოჩენილი საჭიროებების შესაბამისად მიიღოთ მონაწილეობა ჩარევის პროცესის დაგეგმვაში გუნდთან ერთად, რომელშიც შედიან: ფსიქოლოგები, მეტყველებისა და ოკუპაციური თერაპევტები, ქცევითი თერაპევტები, ექიმი-ნევროლოგი;
  6. თქვენ და პროფესიონალებმა ერთად განახორციელოთ სულ მცირე 6 თვიანი პროგრამა, რომელიც სრულიად იქნება მორგებული ბავშვისა და თქვენს საჭიროებებს;
  7. პროფესიონალთა და თქვენი დახმარებით უზრუნველყოთ ბავშვის ჩართულობა საგანმანათლებლო პროცესში (საბავშვო ბაღში, სკოლაში) და დაეხმაროთ ბავშვს გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.

 
თუ გსურთ პროგრამაში ჩართვა თქვენ დაგჭირდებათ:

  • ბავშვის ფორმა 100;
  • ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
  • მშობელთა/მეურვეთა პირადობის მოწმობის ასლები;
  • განცხადებით მიმართოთ შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს.

 
ამის შემდეგ სოციალური მუშაკი განახორციელებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლას და მოამზადებს დასკვნას ყველა საჭირო დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში.

დასკვნის საფუძველზე რეგიონული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას ვაუჩერის გაცემასთან დაკავშირებით.

ბავშვთა ადრეული ჩარევის პროგრამა გისურვებთ წარმატებებს!