ჩვენი ცენტრი არის “ბავშვთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის” ძირითადი განმახორციელებელი 1997 წლიდან. დღეისათვის პროგრამა უზრუნველყოფს პაციენტთა მკურნალობის სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას მათი სარეიტინგო ქულების შესაბამისად.
2012 წლის მეორე ნახევრიდან ვახორციელებთ “ბავშვთა ფსიქიური ჯანმრთელობის ამბულატორიული მომსახურების პროგრამას”, იგი სრულად ფარავს პაციენტთა კვლევის ხუთდღიან კურსს, რომელიც მოიცავს დიაგნოსტირებისთვის საჭირო ყველა კვლევას, მკურნალობის ინდივიდუალური გეგმის შედგენასა და რეკომენდაციებს.
2013 წლიდან ხორციელდება “ბავშვის ადრეული განვითარების პროგრამა”, რომელიც გულისხმობს ამ სერვისის სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას ვაუჩერული პრინციპით.
ორთეზების დამზადება ფინანსდება ვაუჩერული პრინციპით, 100% სახელმწიფოს მხრიდან წელიწადში ერთხელ.