0-დან 18 წლამდე ასაკის პირებმა, რომელთაც აღენიშნებათ:
ყველანაირი მოტორული (მოძრაობითი) დარღვევები:
- ასაკისათვის შესაფერისი მოძრაობების – თავის ჭერის, ჯდომის, სიარულის და ა.შ არასრულფასოვნება, არარსებობა ან დაკარგვა;
- კუნთების დაჭიმულობა ან სისუსტე;
- სხეულის არანორმალური პოზა;
- უნებლიე მოძრაობები.
გონებრივი განვითარების შეფერხება:
- ასაკისათვის შესაფერისი უნარების, ინტერესების და ა.შ არასრულფასოვნება, არარსებობა ან დაკარგვა;
- ინფორმაციის გაგების და ათვისების სირთულეები.
ემოციური და ქცევითი აშლილობები:
- გამომწვევი ქცევა (აპროტესტებს აკრძალვებს, წვება იატაკზე და ტირის, ურტყამს ირგვლივ მყოფებს);
- აგრესიული ქცევა;
- ადვილად გაღიზიანებადობა, ხშირი ტირილი უმნიშვნელო მიზეზით;
- აკვიატებული აზრები და განმეორებადი მოქმედებები;
- ძილის დარღვევები: უჭირს ჩაძინება, აქვს ხშირი გამოღვიძებები, ტირის ან ყვირის ძილში და ა.შ;
- უნებლიე შარდვის ან დეფეკაციის ეპიზოდები;
- გარემოსთან კონტაქტის პრობლემები;
- ბაღში/სკოლაში ადაპტირების პრობლემები (დედასთან/მომვლელთან განშორებისას ტირილი, ჭირვეულობა);
- თვალებში არ უყურებს მოსაუბრეს, არ გადის დაფასთან და არ ყვება გაკვეთილს, მაშინაც კი თუ წინა დღეს კარგად მოამზადა);
- ყურადღების პრობლემები, მოუსვენრობა (უჭირს გაკვეთილზე მშვიდად ჯდომა, რის გამოც ხშირად იბარებენ მშობელს სკოლაში);
- ინსტრუქციების იგნორირება;
- სახელით დაძახების იგნორირება (მაშინ, როცა რეკლამის ხმაზე მეორე ოთახიდან გამორბის) და სხვ.…
მეტყველების პრობლემები:
- ასაკისათვის შესაფერისი მეტყველების არასრულფასოვნება, არარსებობა ან დაკარგვა;
- კვებითი-წოვის, ღეჭვის, ყლაპვის პრობლემები;
- ენაბორძიკობა.
პაროქსიზმული გამოვლინებები:
- გონების დაკარგვა, კრუნჩხვა, ტიკები, ჩაბჟირებები და სხვ.
ასევე, ჯანმრთელმა ადამიანებმა, რომელთაც:
- ესაჭიროებათ ინტელექტის დონის შეფასება (IQ – ს დადგენა);
- ფსიქოლოგის დახმარება შიდაოჯახური ურთიერთობების პრობლემის დროს;
- მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესება ცხოვრების კონკრეტულ ეტაპზე (გამოცდები, სტრესის შემდგომი და ა.შ)